სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჩოჩელი - 62,5, ხუნდაძე - 21- ახალი სოციოლოგიური კვლევის შედეგები მცხეთის საარჩევნო ოლქიდან

"კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფმა" და "სოციოლოგიური კვლევებისა და ინოვაციების ცენტრმა" მცხეთასა და მცხეთის რაიონის სოფლებში კიდევ ერთი სოციოლოგიური გამოკითხვა ჩაატარა.

გამოკითხვის მიზანი ამომრჩევლის კონკრეტული მაჟორიტარი კანდიდატებისადმი დამოკიდებულების კვლევა იყო.

კვლევა, საპარლამენტო არჩევნების წინ, საზოგადოების განწყობის შესასწავლად და დასკვნების გასაკეთებლად უმნიშვნელოვანეს სურათს გვაძლევს.

ბოლო სოციოლოგიურმა კვლევამ მცირეოდენი განსხვავება აჩვენა წინა კვლევასთან შედარებით. მაგალითად, გაზრდილია დამოუკიდებელი კანდიდატის, ცეზარ ჩოჩელის რეიტინგი.

სოციოლოგიური გამოკითხვა 19 სექტემბერს, შემდეგ სოფლებში ჩატარდა: ძალისი, მუხრანი, ქანდა, ქსოვრისი, ნატახტარი, მისაქციელი, ნაუზა, წილკანი, ნავდარაანთკარი, აღდგომლიანთკარი, დიდი ქანდა, პატარა ქანდა, ზედა/ქვედა წეროვანი, გოროვანი, ქსანი, საგურამო, გალავანი, ბიწმედი, ნიჩბისი, ძეგვი, არმაზი, ლისი, მცხეთა...

სოციოლოგიური კვლევებისა და ინოვაციების ცენტრის წარმომადგენლებმა, მცხეთის რაიონის სხვადასხვა სოფლებში სემთხვევითი შერჩევის პრინციპით, 1600 (ათას ექვსასი) პირი გამოკითხეს.

ამჯერადაც დასმული იყო მხოლოდ ერთი კითხვა: "დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, ვის აირჩევდით მცხეთის მაჟორიტარ დეპუტატად?“

გამოკითხული ამომრჩევლების ხმები ასე გადანაწილდა.

გამოკითხულთა 62,5 პროცენტი დამოუკიდებელ კანდიდატს ცეზარ ჩოჩელს უჭერს მხარს,

"ქართული ოცნების" კანდიდატის, დიმიტრი ხუნდაძისთვის ხმის მიცემას ამომრჩეველთა 21, პროცენტი გეგმავს,

გამოკითხული მოსახლეობის 6, პროცენტმა ფავორიტად "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი, ირაკლი ბერიაშვილი დაასახელა,

"ლეიბორისტული პარტიის" კანდიდატს, გიორგი გუგავას გამოკითხულთა 3, პროცენტი აძლევს ხმას,

ხოლო "პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენელს კონსტანტინე მორგოშია 2,1 პროცენტი.

კითხვაზე პასუხის გაცემაზე უარი განაცხადა 1.4-მა პროცენტმა,

ამომრჩეველთა 4 პროცენტს კი ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, თუ ვის მისცემს ხმას.

შეგახსენებთ რომ ეს მხოლოდ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთა რეიტინგია და ცხადია, შესაძლოა, ამ შედეგებისგან განსხვავებული იყოს პარტიების რეიტინგი, რომელიც ამჯერად ჩვენი კვლევის საგანი არ ყოფილა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100