სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ილია წულაია- „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების რეალიზება და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფა „ქართული ოცნების“ ერთ- ერთი პრიორიტეტია“.

,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ დიდუბის მე-16 ოქლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ილია წულაია დიღმის მასივში მდებარე ,,პირველი ნაბიჯი საქართველოს“ დღის ცენტრს ესტუმრა. ცენტრი ემსახურება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს. იგი გაეცნო მშობლების მიერ შედგენილ მოთხოვნათა პეტიციას და დაპირდა თანადგომას ყველა პუნქტის შესრულებაში.

,,აუცილებელია სრულყოფილი გახდეს შშმ პირების, განსაკუთრებით ბავშვების და მათი მეურვეების სოციალური პაკეტი. ჩვენი გუნდის უპირველესი მიზანი და ამოცანაა პირველ რიგში ბავშვების, დაუცველი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების , მათი მშობლების , მეურვეების პირობების გაუმჯობესება, გვერდით დგომა და ყველა პირობის შესრულება სრულფასოვანი ცხოვრებისთვის და საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის.“ - განაცხადა ილია წულაიამ.

(რეკლამა)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100