სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ირაკლი სესიაშვილი ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თელავსა და ყვარელში ირაკლი სესიაშვილი ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს. ამჯერად შეხვედრა თელავის N5 საარჩევნო უბნის ამომრჩეველთან გაიმართა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებს. მათ შორის განიხილეს მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები.

"მაქვს თელავის განვითარების ჩემეული ხედვა. მინდა, რომ ჩემი ქალაქი, რომელიც არის დიდი კულტურის და ისტორიის მქონე, გახდეს თბილისისა და ბათუმის მსგავსი ტურისტული კერა, თანამედროვე პარკებით, ღია კინოთეატრებით, სკეიდბორდისა და ველო მოედნებით, მოხდეს ცივის მთის ათვისება, სადაც მოეწყობა შესაბამისი ინფრასტრუქტურა, აშენდება თანამედროვე სასტუმროები", - განაცხადა მაჟორიტარობის კანდიდატმა.

საუბარი ასევე შეეხო ჯანდაცვისა და განათლების სფეროში მიმდინარე და დაგეგმილი პროგრამებს. აღსანიშნავია, რომ იგეგმება სწავლების ახალი მოდელის შექმნა, რომლის საფუძველზეც აქცენტი პრაქტიკაზე დაფუძნებულ და დასაქმებაზე ორიენტირებულ განათლებაზე გაკეთდება.

დეპუტატობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება მაქსიმალურად ხელს უწყობს ბიზნესისა და მცირე მეწარმეობის განვითარებას; ქვეყნის სწრაფი განვითარების მიზნით, 2016 წლიდან დაიწყო ინოვაციური ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამა „სტარტაპ საქართველო“. იგეგმება ორასი ათასი სამუშაო ადგილის შექმნა.

"ჩემი სურვილია, თელავში შეიქმნას რამდენიმე საწარმო, სადაც დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა და ვაწარმოებთ მაღალხარისხიან პროდუქციას, რომელიც მთლიანად გაუწევს კონკურენციას უცხოურ ნაწარმს", -განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

(R)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100