სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლილუაშვილი შეხვედრა მოსახლეობასთან

“ვანში არქეოლოგიურ მუზეუმს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება, 14 მილიონი დოლარის ღირებულების სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება.“–ეს ინფორმაცია ქართული ოცნების კანდიდატმა ვანში, წინა საარჩევნოდ გამართულ შეხვედრაზე მოსახლეობას მიაწოდა. გრიგოლ ლილუაშვილის განმარტებით რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხა მსოფლიო ბანკმა გამოყო. პროექტის მიხედვით მოწესრიგდება არქეოლოგიური მუზეუმი და მისი მიმდებარე ტერიტორია, რაც თავისთავად ტურიზმის განვითარებას ხელს შეუწყობს. ინფრასტრუქტურის მოწესრიგებით გაიზრდება ტურისტების რიცხვი, რაც მუნიციპალიტეტს და ადგილობრივებს დამატებით შემოსავალ მოუტანს. –„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ რეაბილიტაცია ასობით ეკლესია მონასტერს ჩაუტარდა, მოწესრიგდა მუზეუმები და კეთილმოეწყო მიმდებარე ტერიტორიები. რამდენიმე დღეში აღდგენითი სამუშაოები დაიწყება ვანის არქეოლოგიურ მუზეუმშიც, რომლის რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხა მსოფლი ბანკმა გამოყო. 14 მილიონი დოლარი არის ის თანხა, რომელიც სამუშაოების დასრულებას უზრუნველყოფს. განაცხადა „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს’’ ვანისა და ხონის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ვანში გამართულ შეხვედრაზე. (რ)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100