სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მორიგი რუსული ბოდვა: "აშშ საქართველოში ავტობანს ირანთან ომისთვის აშენებს"

რაც უფრო მეტი დრო გადის, რუსეთის პოლიტიკოსებისა თუ საზოგადოებისთვის მეტნაკლებად ცნობილი პირების განცხადებები საქართველოსთან მიმართებაში სულ უფრო და უფრო თვალშისაცემად აბსურდული ხდება.

ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ასეთ, ოდიოზურ ფიგურებს, ძირითადად, ის ქართული გამოცემები პოულობენ, რომლებსაც მოსკოვში არსებულ, საქართველოს მიმართ აგრესიულად განწყობილ „ელიტაზე“ ხელი მიუწვდებათ.

ერთ-ერთი ასეთი გამოცემა აქვეყნებს რუსი მეცნიერის, ვლადიმირ ზახაროვის პოზიციას საქართველოსთან დაკავშირებით. მისი განცხადება იმდენად აბსურდულია, რომ ღიმილს იწვევს, მაგრამ საქმე ის გახლავთ, რომ რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრი სულაც არ ხუმრობს და რასაც ამბობს, ალბათ, სჯერა კიდეც. „დრონი.ჯი“ ვლადიმირ ზახაროვის პოლიტიკური „მარგალიტის“ ვიდეოვარიანტს გთავაზობთ. ალბათ, საქართველოში მცხოვრებთათვის საინტერესო იქნება, რა დანიშნულება აქვს ავტობანს, რომელსაც ხელისუფლება აშენებს.

არ იცოდით, რომ თურმე აშშ 2012 წელს ირანთან ომისთვის ემზადება და საქართველოში ავტობანს იმისთვის აშენებს, რომ იგი „ბოინგების“ ასაფრენ-დასაფრენ ზოლად გამოიყენოს? არ იცოდით, რომ მას ამერიკელები აშენებენ და ქართველებს არათუ არ ამუშავებენ, სპეცსაშვებით ატარებენ? მოუსმინეთ ვლადიმირ ზახაროვს და გაიგებთ:

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100