სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ზურაბ ჩხაიძე: ჩემი ყოფნა პოლიტიკაში საჭიროა

შს მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე ზურაბ ჩხაიძე „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ სახელით ოზურგეთის მაჟორიტარად იყრის კენჭს. ზურაბ ჩხაიძე კახა თარგამაძისა და კობა ნარჩემაშვილის დროს იყო ზემოთხსენებულ თანამდებობაზე. დრონი. ჯიმ ოზურგეთის მჟორიტარობის კანდიდატთან ინტერვიუ ჩაწერა და მას საარჩევნო გეგმებზე გაესაუბრა:

რატომ გადაწყვიტეთ არჩევნებში მონაწილეობის მიღება?

მემგონი არაჩვეულებრივი ამაში არაფერია, განვლილი მაქვს უკვე ეს გზა და ვფიქრობ რომ ახლა  და ამჟამად ჩემი ყოფნა პოლიტიკაში საჭიროა. ქვეყანში არის ის პერიოდი და დრო, რომ გარკვეული გამოცდილების მქონე ადამიანები, პროფესიონალები დაკავდნენ ამ საქმით და მე მიმაჩნია რომ გარკვეული მიმართულებით გამოცდილება მაქვს და საკმაოდ მაღალი  დონის პროფესიონალი ვარ.

როგორია თქვენი საარჩენო პროგრამა?

დეტალებზე ვისაუბრებ მაშინ, როცა საარჩევნო პროგრამა გამოქვეყნდება, მაგრამ საარჩევნო პროგრამა არის ერთი - უნდა ითქვას სიმართლე და უნდა გაკეთდეს ის რაც ითქმევა.

რატომ უნდა დაგიჭიროთ ხალხმა მხარი თქვენ და არა სხვა კანდიდატს?

მე რატომ უნდა ვუკარნახო ეს საზოგადოებას? ეს მათი არჩევანია და თვითონ გადაწყვეტს ხალხი რატომ და რისთვის.

გამარჯვების შემთხვევაში რას გააკეთებთ ხალხისთვის?

მე დღემდეც ქართულ საქმეს ვაკეთებდი, მომავალშიც ქართული საქმის კეთებას ვაპირებ და ქართული ინტერესების დაცვას.

რამდენად შეძლებთ თქვენი ფინანსური რესურსით ოზურგეთის სოფლები მოიცვათ და პროგრამა ამომრჩევლამდე მიტანოთ?

ფინანსური რესურსი იქნება პარტიიდან, რაც პარტიას ექნება კანონიერად და რაც მოგვიწევს ის იქნება.

 

როდის აპირებთ აქტიური საარჩევნო კამპანიის დაწყებას?

შეიძლება ითქვას რომ დაწყებული მაქვს საარჩევნო კამპანია, თუმცა ოფიციალური წარდგენა ჩემი არ მომხდარა. ცენტრალური ოფისი გადაწყვეტს ამას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100