"ივანიშვილი ქვეყანას აშაყირებს. ჩარგეთ თავი სილაში, ან..."

ირაკლი ალასანიას მეუღლე ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე საკუთარ აზრს აფიქსირებს.

„ქონება წაგვართვესო წუხდით? რამდენიმე ადამიანი პირადად შემომჩიოდა, პროკურატურაში რომ მივედი მთავრობის ცვლილების შემდეგ, იგივე ხალხმა დამკითხა, ვინც დამიჭირა და რაღაც წამართვაო.

გვაწამესო, ამბობდით არა? მწამებლები თავისუფლად დადიან.

არ გაქვთ პრეტენზია? ეს იქნება ნაციონალების სრული და ამაყი რეაბილიტაცია, თუ არ გექნებათ პროტესტი პროკურატურის მიმართ. რადგან თუ არ არის მომჩივანი, არ ყოფილა დანაშაული. ნება თქვენია, მაგრამ ნაციონალების დაბრუნების გვეშინიაო, სიყალბეში ნუ ჩაეფლობით. მურუსიძეები ირინა ენუქიძეს უყურებდნენ თვალებში და ხელი არაფერზე აკანკალებიათ. სასაცილოც კია, რომ მეგონა მოსამართლე კაცად იქცეოდა მოულოდნელად.

ივანიშვილი ქვეყანას აშაყირებს. ჩარგეთ თავი სილაში, ან არ ჩარგოთ“ - წერს ფანჯიკიძე პირად ფეისბუქ გვერდზე.

კომენტარი