სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნაციონალები ივანიშვილის მიერ ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის დასაკუთრების ფაქტთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებენ

ნაციონალური მოძრაობა ივანიშვილის მიერ ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის დასაკუთრების ფაქტთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებები გააკეთეს თბილისის საკრებულოს ნაციონალმა დეპუტატებმა.

ირაკლი აბესაძე: ბოტანიკური ბაღის კუთვნილი ტერიტორიის მითვისების შემდგომ ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებას განუცხადა თითქოს ეს ბოტანიკური ბაღის ინტერესებიდან გამომდინარე გაკეთდა. იმ 4 ჰექტარზე რომელიც მან თავად გადასცა ბოტანიკურ ბაღს, გადის 35 კილოვატიანი მაღალი ძაბვის საჰაერო ელექტროგადაცემის ხაზი, რომელსაც აქვს საკუთარი დამცავი ზონა, ზონა რომელშიც მშენებლობა იკრძალება. სამწუხაროდ, ძუნწმა მილიარდერმა 400 ათას კვადრატულ მიწის ნაკვეთში ეზარალა 4 ჰექტარი მიწის ნაკვეთი

ირაკლი ნადირაძე: განცხადება იმის თაობაზე რომ ის 4 ჰექტარი იყო უკეთესი ბოტანიკური ბაღისთვის და იქ აპირებდნენ ალტერნატიული შესასვლელის მოწყობას ეს გახლდათ ელემენტარული ტყუილი რადგან, საქართველოს მთავრობის დადგენილებით ამ ნაკვეთზე გამომდინარე იქედან, რომ გადის მაღალი ძაბვის ხაზები, იკრძალება ნებისმიერი სახის ხალხის თავშეყრა რადგან ეს დაკავშირებულია მათ უსაფრთხოებასთან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100