მედია-ჰოლდინგი "დრონი.ჯი"   MEDIA HOLDING "DRONI.GE"
რეკლამა Droni.ge-ზე, სპეციალური ფასები: 599 877 901
სარეკლამო ბანერების ფასები
 კალენდარი
ორშ სამშ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
ბლოგები
ივა­ნიშ­ვი­ლის გვარ­ზე სწორ­დი! სმე­ნა!.. ოც­ნე­ბე­ბი და­ით­ვა-­ლე!.. ნა­ბი­ჯი­ი­ით იარ!...
ახლა კითხულობენ

მთავრობის დადგენილება: მოხელეს ღამის საათებში მუშაობისთვის ეძლევა კანონით განსაზღვრული სახელფასო დანამტი  

პარლამენტის სხდომაზე ემზარ კვიციანმა გიგა ბოკერიას ჭიქა ესროლა  

საკონსტიტუციო კომისიის მიერ კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების მონახაზი უკვე ცნობილია  

პრეზიდენტმა ე.წ ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტს ვეტო დაადო  

გიორგი მღებრიშვილი: უმკაცრესად დაისჯება ყველა, ვინც ამაში მონაწილეობდა  

მიხეილ სააკაშვილის კომენტარი სანდრა რულოვსის გულახდილ ინტერვიუსთან დაკავშირებით 

საბედისწერო რიცხვი "13" დიდი კომპოზიტორის ვაგნერის ცხოვრებაში 

მსოფლიოს 5 ყველაზე მდიდარი და ბიზნესში წარმატებული ქალი 

„თეგეტა მოტორსი“ ,,HUNTER”-ის ბრენდის ექსკლუზიური დილერი გახდა საქართველოში 

როგორ შეცვლიან ელექტრომობილები სამყაროს 

„თეგეტა მოტორსმა“ ბაქოში ფილიალი გახსნა! 
ზურაბ ნოღაიდელის საიდუმლო ბიზნესები და მილიონები...
ხათუნა ბოჭოიძე
12:20 09.02.2010
ბიზნესიდან პოლიტიკაში თუ პოლიტიკიდან ბიზნესში, ამის გაგებას ტყუილად არც ეცადოთ. თავისი ღვაწლმოსილი მოღვაწეობის ქრონოლოგიურად დალაგება ალბათ თვით ზურაბ ნოღაიდელსაც კი გაუჭირდება. მისი პოლიტიკური კარიერა და არა მარტო პოლიტიკური, შევარდნაძის დროს დაიწყო. შევარდნაძის დროს კი პატიოსანი შრომით ქონებას ვერავის აგროვებდა.

„ბაზისბანკი“, სამშენებლო კომპანია „არსი“ და „ლიბო-პლიუსი“, „ელიტელექტრონოქსი“ „ენერგო პრო ჯორჯია“ - ბიზნესების ეს არასრული ჩამონათვალი ალბათ კარგად ეცნობა პუტინთან ტკბილად მოუბარ ნოღაიდელს.
ეტყობა ნოღაიდელს ძალიან ხშირად ეცვლება პოლიტიკური გემოვნება, ამაში ადვილად დავრწმუნდებით თუ მის პოლიტიკურ, დიად კარიერას გადავხედავთ, ამას თუ კიდევ პოლიტიკური და თან კარიერა ჰქვია?! ეგ კიდევ საკითხავია. ნოღაიდელი როგორც ჩანს გემოვნებას არც ბიზნესში უჩივის. ძალიან ცოტამ თუ იცის, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი, კომპანია „არაჟანი ქობულეთის“ მფლობელიცაა. ალბათ კომპანიის ამგვარი სახელწოდებაც ზუსტად მისი მშობლიური კუთხიდან გამომდინარე დაიბადა.

აწ უკვე პარტია „სამართლიანი საქართველოსთვის“ ლიდერი ისეთ კომპანიებში ფლობს წილებს, როგორიცაა, „ვარციხე ჰესის“ კასკადი, ს.ს. „გაერთიანებული სადისტრიბუციო კომპანია“, ასევე „ფრონტერა“, რომელიც საქართველოში მოღვაწე კომპანიაა და ამერიკელ ბერძნებთან ერთად დააფუძნა. კაცმა ბიზნესის აწყობა მოინდომო და ვის არ გამოუნახავ საერთო ენას, თვით ამერიკელ ბერძნებსაც კი. აი, მონდომებაც ამას ჰქვია.

იურიდიული და საკონსულტაციო ფირმა, რომელიც „დვნკ“-ს გაუქმების შემდეგ „ქავთარაძე და პარტნიორების“ სახელით დარეგისტრირდა, ესეც ბატონი ზურაბის მფლობელობაშია. ბიზნესის „კეთების“ პარალელურად ნოღაიდელმა თავისი გვარის გაპიარებაც დაიწყო და კომპანია „ნოღაიდელი კონსალტინგი“ ჩამოაყალიბა.
ეს საკონსულტაციო აუდიტორული ფირმაა, რომელიც საგადასახადო ინსპექციის ვაკე საბურთალოს განყოფილებაში, ი. აბაშიძის ნომერ 54-შია რეგისტრირებული. „ნოღაიდელი კონსალტინგის“ დირექტორი, არა თავად ნოღაიდელი, არამედ მცხეთელი ზურაბ ანთელიძეა.
როცა „სამართლიანი საქართველოს“ ლიდერის მრავალრიცხოვან ბიზნესებზე ვსაუბრობთ, მეტი მრავალფეროვნებისთვის, აუცილებლია გავიხსენოთ თურქული სამშენებლო კომპანია „ევრენსელი“, რომელიც შეკვეთებს არა მარტო საქართველოდან, არამედ თურქეთიდანაც იღებს.
აუცილებლად აღნიშვნის ღირსია „კალა კაპიტალი“, რომელშიც ნოღაიდელი აქციებს „არსენალ დეველოპმენტის“ მეშვეობით ფლობდა. ამჟამად ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა, მაგრამ გადამოწმებული ინფორმაციით კომპანიის აქციების 30% შეინარჩუნა.
მუხლმოუხრელად და განუყრელი პოლიტიკის დახმარებით შეიქმნა ნოღაიდელის თვალუწვდენელი ბიზნეს-იმპერია.
ზურაბ ნოღაიდელი როგორც ჩანს მუდმივად ახლის ძიებაშია, თან ქრონიკულად ძიებაში. როგორც ჩანს ყოფილ პრემიერ მინისტრს ამავდროულად გემოვნების ხშირი ფერიცვალებაც ახასიათებს, პოლიტიკური გემოვნებისა. აღარაფერს ვამბობთ ბიზნესზე. პოლიტიკოსია თუ ბიზნესმენი ეს თავშივე ვთქვით, რომ ძნელი დასადგენია.
კაცს საქართველოს პირველ პირობაზე ჰქონდეს პრეტენზია და ამდენ ბიზნესებს ფლობდეს ეს ალბათ მხოლოდ საქართველოში თუ მოხდება. პიონერი კი ზურაბ ნოღაიდელი აღმოჩნდა.
ნოღაიდელი საკმაოდ მსხვილი პურის ქარხნის – „ქვის პურის“ მფლობელიცაა, რომელიც ქალაქ ფოთშია და მის მეუღლეზე ნ. ცინციბაძეზეა გაფორმებული. ნოღაიდელის ცოლმა იფიქრა ჩემი ქმარი თუ ბიზნესმენია, მე, ბიზნესლედი მაინც ვიქნებიო და პურის ქარხნის შეფობით დაიწყო ბიზნესი. იმედია მეუღლის მსგავსად ბიზნესში მასაც დიდი მომავალი აქვს...
ეს კიდევ არაფერი, ზურაბ ნოღაიდელი, უფრო სწორად მისი მეუღლე არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთის მფლობელიცაა, რომელიც დაბა წყნეთში, რუსთაველისა და წერეთლის ქუჩის გადაკვეთაზე მდებარეობს. მისი ფართობი 2795 კვადრატული მეტრია. გამოდის, რომ ბიზნესში გემოვნებას, არც ნოღაიდელის ცოლი უჩივის.
აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ ნოღაიდელის ბიზნეს დავთარში შედის „საქჰიდრომშენი“, რომელიც ჭავჭავაძის ნომერ 50-ში მდებარეობს. მკითხველი იფიქრებს ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ საიდან ამდენი ქონებაო? ამაზეც არსებობს პასუხი, რომელიც ნოღაიდელმა ყველაზე კარგად იცის. ჟურნალისტებმაც ვიცით, მაგრამ ჩვენ დაუდასტურებელ ინფორმაციას არასდროს ვბეჭდავთ.
სანამ ნოღაიდელი წითელი დროშით ხელში დიად რუსეთს კვლავ ეწვევა და კრემლს თავის მომავალ მიზნებზე დაელაპარაკება, საქართველოში მისი ბიზნესები აყვავების ზენიტშია...
კიდევ ერთხელ ჩამოვთვალოთ ის კომპანიები, რომლებშიც ნოღაიდელი და მისი ცოლი ფიგურირებენ:
ნოღაიდელს ბიზნეს-წილები აქვს შემდეგ კომპანიებში:
„ბაზის ბანკი“

„ნოღაიდელი კონსალტინგი“ - საკონსულტაციო აუდიტორული ფირმა, რეგისტრირებულია საგადასახადო ინსპექციის ვაკე-საბურთალოს განყოფილებაში, მისამართი ი. აბაშიძის ნომერი 54. მინიჭებული აქვს საიდენტიფიკაციო კოდი 205233308. საზოგადოების დირექტორია ზურაბ ანთელიძე.

„ევრენსელი“ - თურქული სამშენებლო კომპანია, რომელსაც გააჩნია შეკვეთები თურქეთში და საქართველოში.

„ფრონტერა“ - ამერიკელი ბერძნების ნავთობ კომპანია, მოღვაწეობს საქართველოში.

„ქავთარაძე და პარტნიორები“ - გია ქავთარაძის იურიდიული და საკონსულტაციო ფირმა, შეიქმნა „დვნკ“-ს გაუქმების შემდეგ.

წილი სამშენებლო ფირმა „არსში“

„კალა კაპიტალი“ - აღნიშნულ კომპანიაში მონაწილეობდა „არსენალ დეველოპმენტის“ მეშვეობით. ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა, მაგრამ შეინარჩუნა 30 პროცენტიანი წილი.

„საქჰიდრომშენი“
- ჭავჭავაძის ნომერი 50

პურის ქარხანა „ქვის პური“ ქ. ფოთი - გაფორმებულია მეუღლეზე ნ. ცინციბაძეზე.

„არაჟანი ქობულეთი“

„ენერგო პრო ჯორჯია“

„ელიტელექტრონიქსი“
ს.ს. „გაერთიანებული სადისტრიბუციო კომპანია“

წილი „ვარციხეჰესის“ კასკადში.

სამშენებლო კომპანია „ლიბო-პლუსი“

არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი დაბა წყნეთში (რუსთაველის და წერეთლის ქუჩების გადაკვეთაზე) 2795კვ/მ - გაფორმებულია ნ. ცინციბაძეზე.
ყოველკვირეული გაზეთი „დრონი.ჯი“ (გამოდის ორშაბათობით)






კომენტარი     ბეჭდვა  

теимураз 12012-03-22 10:51:01
амоантхевинебс гмерти сацкали халхис надзарцв -цамгледжс.

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო) |

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)



www.droni.ge
ქართული კლავიატურა
მედია-ჰოლდინგი "დრონი.ჯი"
MEDIA HOLDING "DRONI.GE"
info@presa.ge
ტელ.: (+995 32) 2-000-247
599 877-901
სარეკლამო ბანერების ფასები
მთავარი | პოლიტიკა | ეკონომიკა | საზოგადოება | სპორტი | ხელოვნება | Yellow Page | დაიჯესტი | ვიდეო | Facebook სიახლეები | სამხედრო | რჩევები | გურმანი | კრიმინალი | მეცნიერება | პერსონა | ავტო| ვალუტა | ამინდი