სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„აქ საიდუმლო არაფერია, საჯაროდ ვამბობ, რომ...“ - პუტინის პირველი აღიარება აგვისტოს ომზე

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე აგვისტოს ომთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

„გეგმა არსებობდა, ეს საიდუმლო არ არის, ამაზე ადრეც მისაუბრია საჯაროდ. სწორედ ამ გეგმის მიხედვით მოქმედებდა რუსული მხარე. გეგმა მომზადებული იყო გენერალური შტაბის მიერ 2006 წლის ბოლოსა და 2007-ის დასაწყისში. ეს გეგმა შეთანხმებული იყო ჩემთან და დამტკიცებული იყო ჩემს მიერ.

უფრო მეტიც, ამ გეგმის ფარგლებში მიმდინარებიდა სამხრეთ ოსეთის ადგილობრივი მებრძოლების მზადებაც. ჩვენი სპეციალისტები თვლიდნენ, რომ ეს უშედეგო იყო, რადგან ნებისმიერი ქვეყნის და მათ შორის საქართველოს რეგულარული არმიისთვის წინააღმდეგობის გაწევა ძალიან რთულია, მაგრამ ეს ადამიანები ძალიან მამაცები აღმოჩნდნენ და გმირულად იცავდნენ საკუთარ სამშობლოს, ბრძოლა სამი დღე-ღამის განმავლობაში გაგრძელდა.

ამის შემდეგ რუსული არმია მივიდა, გეგმის ფარგლებში მობილიზებული იყო ტექნიკა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აქ საიდუმლო არაფერია, ადრეც მითქვამს ეს ყველაფერი.

რაც შეეხება სატელეფონო ზარებს მე ამ პერიოდში ვესაუბრე დიმიტრი ანატოლიჩსაც და თავდაცვის მინისტრსაც და ჩვენ განვიხილავდით გეგმებს.“ - განაცხადა პუტინმა

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100