სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აფხაზეთში რუსი ოკუპანტების რიცხვი ორჯერ მეტი იქნება

მინიმუმ, ორჯერ გაიზრდება აფხაზეთის ტერიტორიაზე ამ დროისათვის დისლოცირებული რუსული სამხედრო კონტიგენტის რაოდენობა, - რუსული მედიის ცნობით, სწორედ ამ შეთანხმებას მიაღწიეს ამასწინათ სოჭში გამართულ შეხვედრაზე რუსეთის თავდაცვის მიონისტრმა, ანატოლი სერდიუკოვმა და აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დე-ფაქტო თავდაცვის მინისტრმა, მერაბ ქიშმარიამ.

შეთანხმება სერდიუკოვსა და ქიშმარიას შორის იმითაა განპირობებული, რომ რუსული მხარე აპირებს, დამატებით ზომები მიიღოს, რათა სოჭის ოლიმპიადა მოსალოდნელი პროვოკაციებისგან დაიცვას. ცოტა ხნით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, დიმიტრი მედვედევმა სოჭში ყოფნის დროს პირდაპირ განაცხადა, რომ "მეზობელი ქვეყნებიდან მომდინარე საფრთხის გამო" სოჭის ოლიმპიადის განსაკუთრებულ რეჟიმში დაცვაა აუცილებელი.

ამ დროსითვის აფხაზეთში 1 500 რუსი სამხედრო მოსამსახურე იმყოფება. შეთანხმების მიხედვით, მათი რიცხვი 2014 წლამდე ეტაპობრივად გაიზრდება და 3.500 მიაღწევს.

სერდიუკოვისა და ქიშმარიას მოლაპარაკების შესახებ ქართული მხარე დამატებით ინფორმაციას ითხოვს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტს დაავალა, აღნიშნული ინფორმაცია გადაამოწმოს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100