ღარიბაშვილის შეხვედრა NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორთან

ორმხრივი ურთიერთობების საკითხები განიხილეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორის, ლორა თორნტონის შეხვედრაზე.

მხარეებმა საარჩევნო გარემოსა და კანონმდებლობაზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე დემოკრატიზაციის პროცესებს. აღინიშნა NDI–ის დამხმარე პროგრამებისა და სხვადასხვა თემაზე ორგანიზებული ტრენინგების მნიშვნელობა.

შეხვედრაზე გამოითქვა თანამშრომლობის გაღრმავების იმედი.

კომენტარი