სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სააკაშვილი "მაგნიტსკის სიის" ავტორს შეხვდა

მიხეილ სააკაშვილის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა ექსპრეზიდენტისა და სენატორ კარდინის ფოტო, რომელსაც თან ახლავს სააკაშვილის სიტყვები.

„დავიწყე შეხვედრები "მაგნიტსკის სიის" ავტორთან, სენატორ კარდინთან შეხვედრით.

წინ მელოდება შეხვედრები სენატის და წარმომადგენელთა პალატის კომიტეტების თავმჯდომარეებთან. თემა - კანონმდებელთა ზეწოლის გაძლიერება, უკრაინისათვის თავდაცვითი შეიარაღების მიწოდების გადაწყვეტილების დასაჩქარებლად. ამდენი კანონმდებელი ერთდროულად, ჯერ არასდროს დათანხმებულა შეხვედრაზე . მაშინაც, როდესაც პრეზიდენტი ვიყავი.

34 შეხვედრა 3 დღის განმავლობაში - ჩემი სტანდარტებითაც კი, დატვირთული გრაფიკია.“ - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100