სანდლებიანი ბიჭუნას პოლიტიკა

პოლიტიკა მას ღვინის ტიკჭორა ჰგონია, როცა მოუნდება მოხსნის თავს. ბოროტი ენები ამბობენ, ვალები აყვირებსო... არადა სულ სხვანაირად შეიძ ლებოდა ყოფილიფო ყველაფერი. 90-იანი წლებში, ერთ-ერთ რედაქციაში ახალგაზრდა კაცმა დარეკა. `ჯი-ვი-ეს~-იდან~ ვარ, საერთაშორისო კონკურსში გავიმარჯვეთ და მოდით დაწერეთო. შეხვედრიდან დაბრუნებულმა ჟურნალისტმა ორი სიტყვით აღწერა `ფლოსტებიანი მეღვინე კაცი, რომელსაც ჰგონია, რომ დედამიწა მის გარშემო ბრუნავს~.
სახელმწიფო ხელშეწყობით აყვავებული ღვინის `ჯივიესურმა~ წარმოებამ, მას პოლიტიკაში მოსვლის ამბიცია გაუჩინა. პირველად 1999 წლის პარლამენტში მეგობარ დავით გამყრელიძესთან ერთად გამოჩნდა, უმკლავო მაისურითა და სანდლებით. თბილისში გამოსული ბიჭი, პარლამენტში არიფის გამომეტყველებით დააბოტებდა და სადაც შეჯგუფებულ დეპუტატებს დაინახავდა, იქვე ახლოს დაბნეული სახით დადგებოდა. პირველი რამდენიმე თვე მისთვის აშკარად სასჯელი იყო. ჟურნალისტებს ხშირად დაუნახავთ, პარლამენტის ფლიგელებს შორის დერეფნებში გზააბნეული როგორ იგინებოდა გასასვლელის ძებნაში. გინება პოლიტიკაში მისი სავიზიტო ბარათი გახდა. გაუწონასწორებელი, ფეთქებადი ხასიათი და ძველბიჭური სტილი ბოლომდე შეინარჩუნა. იგი პარლამენტშიც, მიტინგზე, ოპერაშიც და `ბასეინზეც~ სანდლებიანი ბიჭივით იქცევა და მისი მოთხოვნა ყველგან ერთია: `მისმინე ბიჭო!~
იგი იმდენი აქეს, შინ და უბანში, რომ დაიჯერა, თითქოს ბიზნესი თავისით ააწყო, თითქოს შევარდნაძის დროს სასათბურე პირობები არ შეუქმნეს მას და მის ბიზნესს, ისევე როგორც მეგობარ გამყრელიძეს და მის `ალდაგს~. `მოქალაქეთა კავშირის~ საპარლამენტო სიების ახალ სახეებად გამოცხადებულთა შორის მოხვედრაც საკუთარ განსაკუთრებულობას მიაწერა და არა სასათბურე ბიზნესიდან მიღებულ მოგებებს.. და დაიჯერა განუმეორებლობა.
ახალი პარლამენტის შეკრებიდან 2-3 თვეში, როცა ჟვანია უცხოეთში ვიზიტად გახლდათ, ლევან გაჩეჩილაძე ერთ-ერთი პირველი აღმოჩნდა დავით გამყრელიძესთან ერთად, რომელიც ე.წ. `ახალ სახეებს~ სათავეში ჩაუდგა და გაურკვეველი მოთხოვნებით ოპოზიციად გამოაცხადა თავი.
მაშინ კულუარებში ლაპარაკობდნენ, რომ გამყრელიძეს პრემიერ-მინისტრობა, გაჩეჩილაძეს კი ფინანსთა მინისტრობა სურდა. ამას მათ მათი მაშინდელი ნათლიმამა, დონ ნიკო კარლეონედ წოდებული ლეკიშვილი ჰპირდებოდათ.
ასე იყო თუ ისე, გაუგებარი გახლდათ რას უწუნებდნენ საკანონმდებლო ორგანოს წევრობას გაჩეჩილაძე და გამყრელიძე და რატომ სურდათ დაჟინებით მინისტრობა. ფაქტი კი ერთი რამ გახლდათ, მას შემდეგ ოპოზიციის რიგებს ორი აბსოლუტურად ბუნდოვანი პიროვნება შეემატა, გაურკვეველი მიზნებით, არათანმიმდევრული ნაბიჯებით და უპროგნოზო გადაწყვეტილებებებით.
ტერმინი `აგრესიული ოპოზიცია~ სწორედ გაჩეჩილაძის მოსვლის შემდეგ დამკვიდრდა. თუ ყველა ნორმალურ ქვეყანაში აგრესიული ოპოზიცია მხოლოდ შეუპოვარი განცხადებებით განისაზღვრება, გაჩეჩილაძემ ქართულ სინამდვილეში `მოჩხუბარი~, `ყველაფერზე წამსვლელი, მოხულიგნო ელემენტის ტიპაჟი დაამკვიდრა, თავისი უპასუხისმგებლო და არაადექვატური თამაშის წესებით.
მასაც იგივე კომპლექსი აქვს, რაც, ზოგადად ქართულ ოპოზიციას. გაჩეჩილაზეც მიიჩნევს, რომ ხალხი იმიტომ არსებობს, რომ მიტინგზე შეიყაროს, მისი ისტერიული ბრძანებითი ტონი უსიტყვოდ მიიღოს, იმაზე მეოცნებემ, რომ ოდესმე მისი პრეზიდენტი `გრეჩიხა~ გახდება.
"გრეჩიხების" ხანის დაწყებას დიდ ხანია ელოდება რუსეთს შეხიზნული ქართული ქურდული სამყარო.

კომენტარი