სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ღარიბაშვილის კომენტარი ჭიკაიძის გადადგომასა და ვაზაგაშვილის მკვლელობაზე

"ალექსანდრე ჭიკაიძის თხოვნას დავაკმაყოფილებ"–ამის შესახებ დავოსში ვიზიტით მყოფმა საქართველოს პრემიერმინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილმა შს მინისტრობიდან გადადგომის თაობაზე ალექსანდრე ჭიკაიძის გადაწყვეტილებას ღირსეული ნაბიჯი უწოდა.

„ლექსო ჭიკაიძე არის ღირსეული პოლიციელი. მე მინდა გითხრათ, რომ ლექსომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არის ღირსეული ადამიანი, მოიქცა ისე, როგორც მოიქცეოდა ღირსეული პოლიციელი და ღირსეული ჯარისკაცი ჩვენი ქვეყნის. ის მოიქცა ისე, როგორც მას ეკადრებოდა, რათა საზოგადოებაში არ დარჩეს არც ერთი კითხვა, თუნდაც ის აბსურდული იყოს", - აღნიშნა პრემიერმა. მისივე თქმით, პროკურატურა მუშაობს ვაზაგაშვილის საქმეზე და უმკაცრესად დაისჯება ყველა ის პირი, ვინც იური ვაზაგაშვილის საზარელი მკვლელობა ჩაიდინა.

ღარიბაშვილის კომენტარი ვრცლად იხილეთ სტატიაზე მიბმულ ვიდეოში

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100