სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შალვა ნათელაშვილის პასუხი Ambebi.ge-ს

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ეხმაურება Ambebi.ge-ს სტატიას სათაურით „ვინ დაამარცხებს ბიძინას“ სადაც ჟურნალისტი ქართველ პოლიტიკოსებს განიხილავს და ნათელაშვილს ფინიას ადარებს.

„ლეიბორისტთა ლიდერს საზოგადოების უდიდესი ნაწილი იმ პოლიტიკოსად ვერ აღიქვამს, ვისაც სერიოზულად უნდა ანდო საქმე. ნათელაშვილი ხალხში მხოლოდ იუმორის ასოციაციას იწვევს, თანაც ნათელაშვილი უკვე ცდილობს ივანიშვილის დამარცხებას, მაგრამ მათი ურთიერთობა იმას გავს, როდესაც გზად მიმავალ ქართულ ნაგაზს ფინია უწყებს ყეფას, ხოლო ნაგაზი ისე ჩაუვლის გვერდით, რომ ზედაც არ უყურებს ხოლმე.“ - ნათქვამია სტატიაში.

აღნიშნულ სტატიას ნათელაშვილი პირად ფეისბუქ გვერდზე გამოეხმაურა.

„კაცობრიობის პოლიტიკურ ისტორიაში პირველად ხდება რომ პოლიტიკოსს კომპრომატად უთვლიან იუმორს,რა ქნან მეტი არაფერი აქვთ ხელში“- წერს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი.

Ambebi.ge-ს სტატია იხილეთ ლინკზე: http://www.ambebi.ge/politika/120089-vin-daamarckhebs-bidzinas.html

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100