სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლაშა ჩხარტიშვილი 10 დღეს საკანში გაატარებს

მაია და ირინა ბათიაშვილებთან ერთად დაკავებულ ლაშა ჩხარტიშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ ათდღიანი პატიმრობა შეუფარდა.

ეს ადმინისტრაციული სასჯელი მას წვრილმანი ხულიგნობისა და ბოროტი დაუმორჩილებლობისთვის მიუსაჯეს. სასამართლომ მისი ბრალეულობა დამტკიცებულად სწორედ ამ ეპიზოდში სცნო.

ლაშა ჩხარტიშვილი მაია და ირინა ბათიაშვილებთან ერთად რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ დღეს, დაახლოებით 17 საათისთვის აიყვანეს, როცა ისინი კინოთეატრ "რუსთაველში" დაგეგმილი ღონისძიებების, მათ შორის, 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილი წიგნის "გმირების" ინგლისურენოვანი ანალოგისა და "აგვისტოს 5 დღის" საპრემიერო ჩვენების გაპროტესტებას გზის გადაკეტვით ცდილობდნენ. ლაშა ჩხარტიშვილი დაკავებისას პოლიციელებს შეეწინააღმდეგა და სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენა, რაც სასამართლოზე მის წინააღმდეგ იქნა გამოყენებული.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100