სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85
ფასი - 1300 ლარი

ქართული დელეგაციის სამუშაო ვიზიტი რიგაში

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ზურაბ აბაშიძე, ქართულ დელეგაციასთან ერთად, სამუშაო ვიზიტით ლატვიის დედაქალაქ რიგაში იმყოფება.

საპარლამენტო დელეგაციამ რიგაში მონაწილეობა მიიღო ბალტიის ქვეყნების, სკანდინავიის საბჭოს, ბენელუქსის პარლამენტის, სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეისა და ვიშეგრადის ქვეყნების პარლამენტარების შეხვედრა-სემინარში "უსაფრთხოება ევროპაში: ამჟამად არსებული მდგომარეობა და გაკვეთილები პოლიტიკის შემქმნელებისათვის". დღის წესრიგის გათვალისწინებით მთავარი თემა იყო სიტუაცია უკრაინაში _ მოსალოდნელი გლობალური და რეგიონალური საფრთხეები. დელეგაციის წარმომადგენლებმა დემოკრატიის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხებზე გამოთქვეს მოსაზრებები და დააფიქსირეს თავიანთი შეხედულებები თუ რა უნდა გააკეთონ პარლამენტებმა არსებულ კრიზისთან დაკავშირებით.

ასევე, შეხვედრაზე ბალტიის ასამბლეის პრეზიდიუმმა მიიღო განცხადება რუსეთსა და აფხაზეთს შორის "მოკავშირეობისა და ინტეგრაციის" შესახებ, სადაც დაგმობილია რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის და სამშვიდობო მოლაპარაკებების ყველა ფორმატის საფუძვლებისათვის ძირის გამოთხრა.

აღნიშნულ შეხვედრა-სემინარზე საქართველოდან მონაწილეობენ სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი ზურაბ აბაშიძე, დელეგაციის წევრი ვიქტორ დოლიძე და დავით საყვარელიძე.

სარეკლამო ადგილი - 26
685 x 250
ფასი - 1200 ლარი

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100