სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ავთო ცქვიტინიძის მეუღლე საგარეო საქმეთა მინისტრის ერთ-ერთ მოადგილედ დაინიშნა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ერთ-ერთი ახალი მოადგილე ბადრი პატარკაციშვილის დისშვილი ხათუნა თოთლაძეა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეების დანიშვნას ხელი უკვე მოაწერა. მინისტრის მოადგილეებად დაინიშნენ დავით დონდუა, გიგი გიგიაძე და ხათუნა თოთლაძე.
ხათუნა თოთლაძე, გარდაცვლილი ბიზნესმენის, ბადრი პარაკაციშვილის დის მზია თოთლაძის შვილია. ამასთან, ხათუნა თოთლაძე დიზაინერ ავთანდილ ცქვიტინიძის მეუღლეა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხათუნა თოთლაძე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში 2002 წლიდან მუშაობს. მას, როგორც საერთაშორისო სამართლის სპეციალისტს აქვს საერთაშორისო სამართლებრივ სფეროში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2003 წლიდან საქმიანობს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივ დეპარტამენტში. 2012 წლიდან დღემდე გახლდათ საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის დირექტორი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100