სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სოხუმის აეროპორტს რუსული კომპანია დაეპატრონება

სოხუმის აეროპორტს რუსული კომპანია “ნოვაპორტი” უხელმძღვანელებს. აფხაზი და რუსი ჩინოვნიკები აქტიურად განიხილავენ საკითხს, რომ სოხუმის აეროპორტს სოჭის 2014 წლის ოლიმპიადისათვის სარეზერვო სტატუსი მიენიჭოს.

აეროპორტის მართვაში მთავარ პრეტენდენტად “ნოვაპორტი” უკვე მოიაზრება და მან შესაძლოა, წილიც მიიღოს. თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, რუსული კომპანიისათვის წილის გადაცემა და ინვესტიციის მოცულობაზე იქნება დამოკიდებული.
სოხუმის აეროპორტი სერიოზულ რეკონსტრუქციას საჭიროებს. ამისათვის სახსრების მოზიდვა რუსული სახელმწიფო ბანკებიდან იგეგმება. “ნოვაპორტის” წარმომადგენელთა განცხადებით, იმისატვის, რომ საერტაშორისო სტატუსი მიიღოს, სოხუმის აეროპორტს მილიარდი რუბლი მაინც სჭირდება. ქსპერტების თქმით კი 3,5, რუბლია საჭირო.

მართალია, სოხუმის აეროპორტი სოჭთან ახლოს მართლაც მდებარეობს, თუმცა ეს მისი ერთადერთი პლუსია. “კავკაზსკი უზელის” ცნობით რუს ინვესტორებს ფულის დახარჯვა არა მხოლოდ ასეროპორტის რეკონსტრუქციისთვის, არამედ სოხუმსა და სოჭს შორის ჩქაროსნული მაგისტრალისთვისაც დასჭირდებათ.
ექსპერტების თქმით, უცხოელ მოქალაქეებს სოხუმის საშუალებით სოჭში ჩასვლისას სავიზო პრობლემებიც შეექმნებათ.
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, აფხაზეთი საერთაშორისო ფრენებისათვის დახურულია.გარდა ამისა არსებობს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის გადაწყვეტილებაც, რომლის თანახმადაც სოხუმის აეროპორტს საერთაშორისო სტატუსი ვერ მიენიჭება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100