სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ირაკლი ღარიბაშვილი რაბინებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში მსოფლიო ებრაელთა კონგრესის თავმჯდომარე გაბრიელ მირილაშვილს, ებრაელთა ევროპის საბჭოს პრეზიდენტ ჰენრი ერჰენტრეუს, ევროპელ რაბინთა კონფერენციის აღმასრულებელ დირექტორ მოისე ლევინს და მსოფლიოს ქალაქების მთავარ რაბინებს უმასპინძლა.

მთავრობის მეთაურმა ქართველი და ებრაელი ხალხის 26-საუკუნოვან ძმობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ორ ერს უნიკალური ურთიერთობები აკავშირებს.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქართველი ამაყობს ამ სამაგალითო მეგობრობით და იმედოვნებს, რომ ეს ურთიერთობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას პოლონეთის, რომის, ბრიუსელის, სტრასბურგის, დორტმუნდის, ჟენევის, მოსკოვის და ოდესის მთავარი რაბინები, ასევე ევროპის ებრაელთა პარლამენტის წევრი და რეიხმანის ფონდის დირექტორი დაესწრნენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100