სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

უსუფაშვილის შეხვედრა ლიტვის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრთან

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი დღეს ლიტვის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს, იუოზას ოლეკას შეხვდა.

როგორც დავით უსუფაშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება ცდილობს, იყოს მყარი დასაყრდენი პარტნიორი მეგობრებისთვის ყველა მიმართულებით. „ჩვენ აქტიურად ვერთვებითსაერთაშორისო სამშვიდობო კამპანიებში ჰუმანიტარული კუთხით, სამხედრო თვალსაზრისით, მატერიალური დახმარების მხრივ იმიტომ, რომ ვიცით, მხოლოდ ასე შეგვიძლია ჩვენი ქვეყნის მშვიდობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფა“,- განაცხადა დავით უსუფაშვილმა. პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, საქართველომ ბოლო პერიოდში დიდი ნაბიჯები გადადგა თავდაცვის კუთხით. მან ისაუბრა ქუთაისის კადეტთა ლიცეუმის, როგორც მაღალი სტანდარტების მქონე სამხედრო სასწავლო დაწესებულების შესახებ, რომელიც რამდენიმე დღის წინ საქართველოს თავდაცვის მინისტრთან, ირაკლი ალასანიასთან ერთად მოინახულა.

როგორც ლიტვის თავდაცვის მინისტრმა, იუოზას ოლეკამ აღნიშნა, ის ამჩნევს პროგრესს, რომელსაც საქართველომ მიაღწია ბოლო პერიოდში და გამოთქვა იმედი, რომ საქართველო გააგრძელებს არჩეულ კურსს. მისი თქმით, ქვეყანა ძლიერი უნდა იყოს არა მარტო თავდაცვის კუთხით, არამედ დემოკრატიული ინსტიტუტებით. პარლამენტის თავმჯდომარის მოსაზრებით, ქვეყნის წარმატებისთვის სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურები კოორდინირებულად უნდა მუშაობდნენ და მთლიანად სისტემა უნდა იყოს ძლიერი. მისივე განცხადებით, საქართველო მყარად დგას ევროინტეგრაციის გზაზე და განაგრძობს აქტიურ მუშაობას ამ მიმართულებით.

მხარეებმა საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. დავით უსუფაშვილმა მადლიერება გამოხატა იმ მხარდაჭერისთვის, რასაც ლიტვა ახორციელებს საქართველოსთვის.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100