სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოს და ნიდერლანდების პრემიერ მინისტრების სატელეფონო საუბრები

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და ნიდერლანდების სამეფოს პრემიერმინისტრ მარკ რუტეს შორის დღეს სატელეფონო საუბარი შედგა. მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობების საკითხებზე ისაუბრეს და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

პრემიერ-მინისტრების საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობებს დაეთმო. საქართველოს მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა მარკ რუტეს საქართველოს მხარდაჭერისა და ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებით დაინტერესებისთვის. მანვე კმაყოფილებით აღნიშნა ნიდერლანდელი ინვესტორების მზარდი ინტერესი საქართველოსადმი და განაცხადა, რომ გასული წლის მონაცემებით, საქართველოში ყველაზე დიდი ინვესტიცია ნიდერლანდებიდან განხორციელდა. ირაკლი ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ მომავალში ინვესტიციების მოცულობა კიდევ უფრო გაიზრდება.

საუბარი ასევე შეეხო რეგიონში მიმდინარე პროცესებს, კერძოდ უკრაინის კრიზისს. მხარეებმა ისაუბრეს ნატო-ს უელსის სამიტზე და გამოითქვეს იმედი, რომ უელსში დაგეგმილ ნატოს სამიტზე საქართველოს პროგრესი სათანადოდ აღინიშნება.

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ნიდერლანდელი კოლეგა საქართველოში მოიწვია. მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ერთმანეთს სექტემბრის თვეში შეხვდებიან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100