სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბურჯანაძის კორტეჟის წევრები და ძალოვნები ერთმანეთს ესროდნენ

ნინო ბურჯანაძის კორტეჟსა და ძალოვანებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა.

როგორც "პირWელს" სარწმუნო წყარომ აცნობა, ინციდენტი 26 მაისს ღამით მოხდა.

"საუბრები ძალოვანების მიერ ბურჯანაძის ავტოკორეტეჟისთვის კორიდორის გაკეთების შესახებ სრული ტყუილია. არავის არანაირი კორიდორი ნებით არ გაუკეთებია.

რუსთაველის გამზირიდან გასულ კორტეჟს ძალოვანები დაედევნენ და "დემოკრატიული მოძრაობის" აბულაძის ქუჩაზე მდებარე ოფისამდე სდიეს, სადაც ერთ-ერთი ავტომანქანა ქუჩის ფირნიშს შეასკდა და რკინის დაზიანებული კონსტრუქციის ხილვა იმ ადგილზე დღემდეა შესაძლებელი. ადგილობრივ მაცხოვრებელებს ორმხრივი სროლის ხმა დაახლოებით 7 წუთის განმავლობაში ესმოდათ.

ჩემს ხელთ არსებული მონაცემებით, ორმხრივი სროლის შედეგად სამი ადამიანი დაიჭრა, თუმცა რომელი მხრიდან - ჩემთვის უცნობია. კორტეჟში მყოფმა პირებმა იქვე მდებარე ჩეხეთის საელჩოს შენობას შეაფარეს თავი. ძალოვანებმა, რომელთაც საელჩოს დაცვამ შენობაში შესვლის ნებართვა მისცა, 6 პირი სწორედ საელჩოს შენობაში აიყვანეს", - განუცხადა "პირWელს" წყარომ.

აღსანიშნავია, რომ შსს-ს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციაში, რომელიც ბურჯანაძის მძღოლების დაკავებას უკავშირდებოდა, ძალოვანებისთვის წინააღმდეგობის გაწევის თაობაზე იყო საუბარი, ხოლო ამ პირთა აყვანის ადგილი დაკონკრეტებული არ ყოფილა.

შეგახსენებთ იმასაც, რომ ამ დღეებში გავრცელებულ ერთ-ერთ ტელერეპორტაჟში ნინო ბურჯანაძის ვაჟი ანზორ ბიწაძე აცხადებდა, რომ ძალოვანებმა მის ავტომანქანას ცეცხლი გაუხსნეს, თუმცა საპასუხო სროლის შესახებ არაფერი უთქვამს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100