სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნიკა მელია ჭედიას და შუშის ქუჩის მაცხოვრებლებს შეხვდა

ჭედიას და შუშის ქუჩის მაცხოვრებლებს შეხვდა დღეს ნიკა მელია, სადაც ამ ორი ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს.

30 მეტრიანი ხიდი ავჭალის მოსახლეობას მნიშვნელოვან,გადაადგილების პრობლემას მოუხსნის და დასრულებულ სახეს შემოდგომას მიიღებს. ამ ადგილას სამი წლის წინ წყალდიდობის შედეგად არსებული ხიდი დაზიანდა,რის გამოც ადგილობრივ მოსახლეობას სამკილომეტრიანი შემოვლითი გზით უწევდა სიარული. ხიდის მშენებლობის პარალელურად მთლიანად შეიცვლება სარაჯიშვილის და მიმდებარე ქუჩების ასფალტის საფარი. მერობის კანდიდატი სამშენებლო სამუშაოების მიმიდნარეობას გაეცნო და მოსახლეობის პრობლემები მოისმინა. ნიკა მელიას განცხადებით,ქვეყანაში შექმნილმა პოლიტიკურმა ვითარებამ ხელი არ უნდა შეუშალოს უკვე დაწყებული სოციალური თუ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100