სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს

დღეს, 15 ივნისს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები დილის 07.00 საათზე გაიხსნა, ხოლო ხმის მიცემის პოცედურა 08.00 საათზე დაიწყო.

ცესკო-ს მონაცემებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის 73 საარჩევნო ოლქი და 3 617 საარჩევნო უბანია. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 429 748-ს შეადგენს. არჩევნებზე პირდაპირი წესით 12 მერს, 59 გამგებელს და 71 საკრებულოს 2088 წევრს აირჩევენ. არჩევნებს 32 საერთაშორისო და 59 ადგილობრივი ორგანიზაცია დააკვირდება.

ხმის მიცემის პროცედურა 20:00 საათზე სრულდება. ამ დროისთვის კენჭისყრის შენობები დაიკეტება, თუმცა რიგში მდგომ ამომრჩევლებს ხმის მიცემის შესაძლებლობა მიეცემათ.

არჩევნები, თბილისის გარდა, იმართება თელავში, რუსთავში, მცხეთაში, გორში, ახალციხეში, ამბროლაურში, ქუთაისში, ოზურგეთში, ზუგდიდში, ფოთსა და ბათუმში.

თბილისის მერობისთვის 14 კანდიდატი იბრძვის. კანდიდატებს შორის არიან: N1 - კახა კუკავა ("არასაპარლამენტო ოპოზიცია (კახა კუკავა, ფიქრია ჩიხრაძე)"), #3 - დიმიტრი ლორთქიფანიძე ("ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიცია") #5 - ნიკანორ მელია (ბლოკი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"), #6 - გიორგი გაჩეჩილაძე ("გიორგი გაჩეჩილაძე - მწვანეთა პარტია"), #7 - მიხეილ სალუაშვილი ("უფლის სახელით-უფალია ჩვენი სიმართლე") , #8 - ირმა ინაშვილი ("დავით თარხან-მოურავი- საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" ) #9 - სერგო ჯავახიძე (ბლოკი "თვითმმართველობა ხალხს!" ), #11 - ირაკლი ღლონტი ( "ირაკლი ღლონტი - რეფორმატორები" ), #13 - გიორგი ლაღიძე ("მომავალი საქართველო"), #18 - თეიმურაზ მურვანიძე ("სალომე ზურაბიშვილი- საქართველოს გზა"), #20 - ასმათ ტყაბლაძე ("შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია"), #30 - გიორგი ლილუაშვილი ("მერაბ კოსტავას საზოგადოება" ) #36 - როინ ლიპარტელიანი ("საქართველოს მშრომელთა საბჭო"), #41 - დავით ნარმანია ("ქართული ოცნება" ). გარდა მერისა, თბილისი დღეს საკრებულოსაც აირჩევს, 50 წევრიდან 25-ს - პროპორციული სიით, 25-ს კი - მაჟორიტარული წესით.

თელავში შვიდი კანდიდატია დარეგისტრირებული: #1- გიორგი მოსიაშვილი, ბლოკი "არასაპარლამენტო ოპოზიცია (კახა კუკავა, ფიქრია ჩიხრაძე)", #3 - თამაზ არჯევანიძე, "ნინო ბურჯანაძე -ერთიანი ოპოზიცია", #5 - ალექსი ძულიაშვილი, ბლოკი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", #6 - ნოდარ მუმლაური, "გიორგი გაჩეჩილაძე - მწვანეთა პარტია", #8 - ზაზა დევიძე, "დავით თარხან-მოურავი− საქართველოს პატრიოტთა ალიანსი", #20 - ქეთევან ზაქარიაშვილი, "შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია", #41 - პლატონი კალმახელიძე, ბლოკი "ქართული ოცნება".

რუსთავში 9 კანდიდატია: #1 - ალექსანდრე ბერიძე ბლოკი "არასაპარლამენტო ოპოზიცია (კახა კუკავა, ფიქრია ჩიხრაძე)", #3- კობა ძლიერიშვილი, "ნინო ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიცია", #5 - მამუკა ჩიქოვანი, ბლოკი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", #7 - ელგუჯა ქოჩიაშვილი, "უფლის სახელით-უფალია ჩვენი სიმართლე", #8- ივანე შათირიშვილი "დავით თარხან-მოურავი − საქართველოს პატრიოტთა ალიანსი", #12- ერასტი კიწმარიშვილი, "ჩვენი საქართველო", #18 - ალექსანდრე კობაიძე "სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს გზა", # 20- რევაზ რიჟამაძე, "შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია", #41- დავითი ჯიქია, ბლოკი "ქართული ოცნება"
მცხეთაში ერთამანეთს 7 კანდიდატი დაუპირისპირდება: #2 - ივანე ბერიძე, "საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა", # 3 - ილია რუხაძე, "ნინო ბურჯანაძე- ერთიანი ოპოზიცია", # 5- გურამი კინწურაშვილი, ბლოკი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", #6 - დავით მაჩხანელი. "გიორგი გაჩეჩილაძე-მწვანეთა პარტია" , #8 - დავით ალიბეგაშვილი. "დავით თარხან-მოურავი − საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" , #26 -რამაზ ღვალაძე, "სახალხო პარტია", # 41 -ავთანდილ ნემსიწვერიძე, ბლოკი "ქართული ოცნება".

გორის მერობისთვის 7 კანდიდატი იბრძვის: # 1 -ვასილ ბუთხუზი, ბლოკი "არასაპარლამენტო ოპოზიცია (კახა კუკავა, ფიქრია ჩიხრაძე )", #3 -მამუკა ნოზაძე, "ნინო ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიცია", #5-არჩილ საბიაშვილი, ბლოკი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", #14 -კახაბერ ერგემლიძე, "ირაკლი ოქრუაშვილი- ქართული პარტია", #17- თამაზ მაყაშვილი, "ერთიანობის დარბაზი", #36 -გიული მუკნიაშვილი, საქართველოს მშრომელთა საბჭო, #41-ზურაბი ჯირკველიშვილი, ბლოკი "ქართული ოცნება".

ახალციხეში ოთხი კანდიდატია დარეგისტრირებული: #3 - ზაზა ნათენაძე, "ნინო ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიცია", #5 გელა დემეტრაძე, ბლოკი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", #18 - გოჩა ათოშვილი "სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს გზა" , #41 - გიორგი კოპაძე ბლოკი "ქართული ოცნება" .
ამბროლაურიში მეორბისთვის მხოლოდ ორი კანდიდატი იბრძვის: #5-ამირან ლომთაძე, ბლოკი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და #41- რატი ნამგალაძე, ბლოკი "ქართული ოცნება"
ქუთაისში შვიდი კანდიდატია დარეგიტრირებული: #1- მაგდა გაბრიჩიძე., ბლოკი "არასაპარლამენტო ოპოზიცია (კახა კუკავა, ფიქრია ჩიხრაძე)" , #3- თეიმურაზ შაშიაშვილი "ნინო ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიცია", #5 - გიორგი თევდორაძე ბლოკი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", #8 - ალექსანდრე კეზევაძე "დავით თარხან-მოურავი -საქართველოს პატრიოტთა ალიანსი", #9- ხათუნა მაჭავარიანი, ბლოკი "თვითმმათველობა ხალხს", #20 - ირაკლი კიკვაძე "შალვა ნათელაშვილი -საქართველოს ლეიბორისტული პარტია", #41 -შოთა მურღულია, ბლოკი "ქართული ოცნება".

ოზურგეთში მერობი 8 კანდიდატია: #1 -ირმა კვაჭანტირაძე, ბლოკი "არასაპარლამენტო ოპოზიცია (კახა კუკავა, ფიქრია ჩიხრაძე)", #3 კახა ჩავლეშვილი, "ნინო ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიცია", #5- ლევან გოგუაძე, ბლოკი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", #8-შოთა გოგიბერიძე, "დავით თარხან-მოურავი −საქართველოს პატრიოტთა ალიანსი", #9 - ლაშა მოისწრაფიშვილი. ბლოკი "თვითმმათველობა ხალხს", #18 - ივანე ტაბატაძე, "სალომე ზურაბიშვილი -საქართველოს გზა", #20 - მირზა ჩხიკვიშვილი, "შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია", #41 - ბეგლარ სიორიძე, ბლოკი "ქართული ოცნება" .

ზუგდიდიში 4 კანდიდატია რეგისტრირებული: #1 - ირაკლი ღურწკაია ბლოკი "არასაპარლამენტო ოპოზიცია (კახა კუკავა, ფიქრია ჩიხრაძე)", #3 -რუსუდან პაჭკორია "ნინო ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიცია", #5- თეიმურაზ ბასილაია, ბლოკი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", #41 - ირაკლი გოგოხია, ბლოკი "ქართული ოცნება".
ასევე ოთხი კანდიდატია ფოთშიც: #3 -დავით ქანთარია, "ნინო ბურჯანაძე- ერთიანი ოპოზიცია", #5- ვახტანგი დარცმელიძე, ბლოკი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", #8 - უშანგი გეგენავა, "დავით თარხან -მოურავი −საქართველოს პატრიოტთა ალიანსი", #41 - ირაკლი კაკულია. ბლოკი "ქართული ოცნება".

ბათუმში, ყველაზე მეტი, თერთმეტი კანდიდატია დარეგისტრირებული: #20 - ნუგზარ ჩხაიძე, "შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია", # 11 - დავით დიასამიძე, " ირაკლი ღლონტი-რეფორმატორები", #10 - ჯუმბერ თავართქილაძე – "ხალხის პარტია", #18 - გოჩა გუგუნავა, "სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს გზა", #41 - გიორგი ერმაკოვი, ბლოკი "ქართული ოცნება", #9 - დურმიშხან შაინიძე, ბლოკი "თვითმმათველობა ხალხს", #3 – მურმან ბერიძე "ნინო ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიცია", #5 - გიორგი დიასამიძე, ბლოკი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", #1 - ალექსანდრე თევზაძე, ბლოკი "არასაპარლამენტო ოპოზიცია (კახა კუკავა, ფიქრია ჩიხრაძე)", #8-თეიმურაზ მიქელაძე, "დავით თარხან-მოურავი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი", #17 -მერაბ ხიმშიაშვილი, "ერთიანობის დარბაზი" .

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100