სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აქციაზე მომიტინგეებს შორის ინციდენტი მოხდა

რამდენიმე წუთის წინ ინციდენტი მოხდა საზოგადოებრივ მაუწყებელთან მიმდინარე აქციაზე: სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მომიტინგეებმა ერთმანეთში იჩხუბეს. ამის შესახებ აქციიდან „დრონის“ კორესპონდენტი, ანო თორელი იტყობინება.

ჩვენი კორესპონდენტის თქმით, დაახლოებით ოცი წუთის წინ აქციაზე ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი გამოჩნდა, რომელსაც ხელში ისეთივე პლასტმასის ჯოხი ეჭირა, როგორიც სხვა მომიტინგეებს. იგი ერთ–ერთ ჯგუფს მიუახლოვდა. რამდენიმე წუტში ახალშემატებული მამაკაცი რამდენიმე დამხდურს წაეკამათა, რაც ჩხუბის დაწყების საფუძველი გახდა.

რამდენიმე მამაკაცმა მისკენ საცემრად გაიწია, ამის შემდეგ კი ნასვამი მამაკაცი იძულებული გახდა, გაქცეულიყო. დანარჩენები უკან გაეკიდნენ, დაეწივნენ და პლასტმასის ჯოხები ზურგის არეში რამდენჯერმე დაარტყეს.

ჩხუბი დაახლოებით ათ წუთს გაგრძელდა და ტრიბუნიდან ჩამოსული ერთ–ერთი მამაკაცის ჩარევის შემდეგ შეწყდა, რომელმაც აქტივისტებს უთხრა: „ნუ ურტყამთ, ჩვენიანია!“

ზემოთხსენებული ინციდენტი ინტერნეტტელევიზია „აი–ტვ“–მ ვიდეოკამერით გადაიღო. ვიდეომასალა სტატიას ცოტა ხანში დაერთვება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100