სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქართულ ოცნებას ახალი სლოგანი აქვს

ერთად ვიზრუნოთ საქართველოზე“- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე კოალიციაქართული ოცნებაამ სლოგანით წარდგება.

კოალიცია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების საარჩევნო შტაბმა ფუნქციონირება დღეიდან ოფიციალურად დაიწყო. როგორც შტაბის გახსნაზე შტაბის ხელმძღვანელმა კახა კალაძემ განაცხადა, დღეიდან კოალიციის საარჩევნო შტაბი სრულად არის მობილიზებული, გახსნილია და სრული დატვირთვით მუშაობს მთელი ქვეყნის მასშტაბით 74 საარჩევნო შტაბი, ყველა რესურსი მობილიზებულია საიმისოდ, რომ ეს არჩევნები კოალიციის და საქართველოს მოსახლეობის სრული გამარჯვებით დასრულდეს. დღესვე შტაბის ხელმძღვანელმა კახა კალაძემ საარჩევნო შტაბის პრესსპიკერად გიორგი გეგეჭკორი წარადგინა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100