სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნიკა მელია ვაკისა და საბურთალოს რაიონის მოსახლეობას შეხვდა

დღეს თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია ვაკისა და საბურთალოს რაიონის მოსახლეობას შეხვდა და მოძრაობის განტვირთვის მიზნით, თამარაშვილის ქუჩაზე ახალი ესტაკადის მშენებლობის აუცილებლობაზე ისაუბრა.

ნიკა მელიას განცხადებით თამარაშვილისა და უნივერსიტეტის ქუჩების გადაკვეთაზე არსებული შუქნიშნით რეგულირებული გზაჯვარედინის ნაცვლად, აუცილებელია აშენდეს ახალი ესტაკადები, რომლის საშუალებითაც გზის ამ მონაკვეთზე მოძრაობა განხორციელდება ორ დონეზე და უწყვეტ რეჟიმში, რაც მნიშვნელოვნად გაუმარტივებს თბილისელებს გადაადგილებას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100