სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვანო მერაბიშვილი ვილნიუსის სამიტს ეხმაურება

ხვალ იწყება ვილნიუსის სამიტი. ღონისძიება, რომელმაც დასაბამი უნდა დაუდოს ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ოცნების ახდენას - საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნებას.

სამიტის წინ, როგორც უკრაინაში, ისე საქართველოში, ყურადღების ცენტრში მოექცა პოლიტიკური ოპონენტების დევნის საკითხი. ევროკომისარმა გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში, შტეფან ფულემ განაცხადა, რომ "თუ საქართველო ერთგული დარჩება იმ ფასეულობების, რაც მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის და დაამყარებს კანონის უზენაესობას, არ დაუშვებს შერჩევით სამართალსა და ქვეყანაში იქნება თავისუფალი მედია, მაშინ ის უფრო მეტად დაუახლოვდება ევროკავშირს“.

მინდა, დღეს ჩემი პოზიცია მოგახსენოთ ამ საკითხთან დაკავშირებით. არც ერთი ადამიანის ბედი არ ღირს იმად, რომ ეჭვქვეშ დადგეს მთელი ერის მომავალი. მე უპირობოდ მხარს ვუჭერ ხვალ ევროკავშირი-საქართველოს შეთანხმების ინიცირებას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100