სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კობა დავითაშვილმა „ქართული ოცნება“ დატოვა და პრეზიდენტობისთვის ემზადება

კოალიცია "ქართული ოცნების" წევრი კობა დავითაშვილი საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებს და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის ემზადება.

როგორც დავითაშვილმა აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა, გადაწყვეტილება უმრავლესობასთან სისტემატური უთანხმოების გამო მიიღო.
"უპირველესად, მინდა ჩემი პოზიცია დავაფიქსირო სასამართლო პროცესთან დაკავშირებით, რომელზეც გამამართლებელი განაჩენი იქნა გამოტანილი ახალაიას და მისი თანამზრახველების მიმართ. ხელისუფლების მხრიდან უკვე გაკეთდა კომენტარები, რომელთა სულისკვეთება ის იყო, რომ ესაა სასამართლოს დამოუკიდებლობის დადასტურება და დემოკრატიის ზეიმი, რომ ჩვენ ასე უნდა გავაგრძელოთ. მე განსხვავებული მოსაზრება მაქვს. ახალაიას გამართლების დემოკრატიის გამარჯვებად გამოცხადება, ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია. ეს არაა დემოკრატიის ზეიმი. ეს არ არის ჩვენი მთავარი დაპირება, რომელიც შევასრულეთ. საქართველოში სასამართლო არ არის დამოუკიდებელი. მე ვთვლი, რომ ეს გადაწყვეტილება არის დაცინვა იმ ხალხის, ვინც დღემდე ელის სამართლიანობის აღდგენას. ესაა პირდაპირი შედეგი ხელისუფლების უნიათო კურსისა კოჰაბიტაციაზე და "საერთო სასამართლოების შესახებ კანონში" გაკეთებული გაუმართლებელი დათმობები გაუმართლებელი რეჟიმის მიმართ. ვწუხვარ, მაგრამ არ შემიძლია თავი შევიკავო აუცილებელი კომენტარებისგან და შესაბამისი გადაწყვეტილებისგან, კერძოდ, ვინაიდან ჩვენს შორის ვხედავ სისტემატურ უთანხმოებას, ვტოვებ საპარლამენტო უმრავლესობას და ამ უთანხმოების გადაწყვეტას ვანდობ ქართველ ხალხს უახლოეს საპრეზიდენტო არჩევნებზე, სადაც ვგეგმავ თქვენს მიერ გატარებული კურსისგან დიამეტრალურად განსხვავებული პროგრამით გამოსვლას", - განაცხადა დავითაშვილმა.
მისივე აზრით, დღევანდელ ლოიალურ შეფასებებს ხვალ მოჰყვება მერაბიშვილის გამართლება და სხვათა "უმანკო კრავებად" გამოცხადება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100