სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოს ახალი ხელისუფლება რუსეთს ერთგულებას კიდევ ერთხელ უმტკიცებს?

უმცირესობის წევრი ჩიორა თაქთაქიშვილიფეისბუქშიშემაშფოთებელ ინფორმაცია აქვეყნებს. დეპუტატი, ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის 5 მომხსენებელზე დაყრდნობით წერს რომ ივანიშვილმა სეპარატისტთა მიერ გაცემული პასპორტების ვალიდურობა აღიარა.

ჩიორა თაქთაქიშვილი, ევროსაბჭოს წარმომადგენელთა ანგირიშის მიხედვით ამბობს, რომ ახალმა ხელისუფლებამ ვერ აღმოაჩინა 2008 წლის აგვისტორს ომის დროს, რუსი ოკუპანტების მიერ ჩადენილი ომის დანაშაულისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევის ვერც ერთი ფაქტი.

სამაგიეროდ, ივანიშვილის ხელისუფლება გამოძიებას აწარმოებს ქართველი ჯარისკაცების მიერ რუსი სამშვიდობოების მკვლელობის, ქართული ჯარის მიერ აკრძალული იარაღისა და ბრძოლის მეთოდების გამოყენების, აგრეთვე საერთაშორისო დაცვის მანდატის მქონე ინსტიტუტზე (რუსი სამშვიდობოები) თავდასხმის კუთხით".

„ევროპის საბჭოს მონიტორინგის კომიტეტის 5 მომხსენებლის სპეციალური ანგარიშიდან რუსეთ-საქართველოს ომის შედეგებთან დაკავშირებით ვიგებთ საქართველოს ხელისუფლების მორიგი ტყუილების და ფარულ გეგმების შესახებაც.

ეს ის საკითხებია, რასაც ივანიშვილი საქართველოს მოქალაქეების გასაგონად გადათქვამს ხოლმე საჯარო გამოსვლებში ან სადაც ხელისუფლება უკან იხევს საზოგადოების აქტიურობის ფონზე.

ანგარიშში წერია შემდეგი:

"იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს ვაჭრობას და გაიზარდოს გადაადგილების თავისუფლება, ახალი მთავრობა აცხადებს, რომ მისი სურვილია განიხილოს სარგინიგზო მიმოსვლის აღდგენის საკითხი თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიასა და სოხუმის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიას შორის არსებული ადმინისტრაციული საზღვრის გავლით".

"მან ასევე გააუქმა წესები, რომელიც ართულებდა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მიერ გაცემული ე.წ "პასპორტებით" გადაადგილებას საქართველოში და აღიარა ისინი ვალიდურ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებად თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიებზე".

"ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით:

"საზღვრის უკანონო გადაკვეთის დეკრიმინალიზაცია არ მოხდება, მაგრამ პირველი დარღვევისთვის პასუხისმგებლობა იქნება პრაქტიკულად სიმბოლური.

მიუხედავად იმისა, რომ ამ წინადადებას მწვავედ ეწინააღმდეგება ქართული ოპოზიცია, ჩვენი ვიზიტის დროს შევიტყვეთ, რომ ეს ცვლილება ყველაზე გვიან 2013 წლის ივლისში შევა ძალაში.

თუმცა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ ცვლილებებს მიიჩნევს, როგორც არასაკმარისს იმისთვის, რომ ხელშესახები შედეგი ჰქონდეს".

აქვე ვიტყობთ, რომ "რუსეთის და საქართველოს მთავარი პროკურორები ღიად აცხადებენ, რომ ისინი მზად არიან ითანამშრომლონ ერთმანეთთან" ჰუმანიტარული სამართლისა და ომის დანაშულების გამოძიების პროცესში.

ხოლო ამავე მოხსენებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის მხარე იძიებს მხოლოდ ქართული მხარის მიერ ჩადენილ დანაშულებს: "საგამოძიებო კომისიამ ჩაატარა გამოძიება ომის დროს რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ჩადენილ შესაძლო ომის დანაშულებთან დაკავშირებით.

მან დაასკვნა, რომ ვერ შეძლო ვერავითარი მტკიცებულების მოძიება, რომლითაც დამტკიცდებოდა, რომ ომის მიმდინარეობისას ან შემდეგ რუსეთისშეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა ჩაიდინეს ომის დანაშული ან დაარღვიეს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი.

საგამოძიებო კომისიამ დაიწყო გამოძება ომის დროს ქართველი სამხედროების მიერ რუსი სამშვიდობოების მკვლელობის, ქართული ჯარის მიერ აკრძალულიიარაღისა და ბრძოლის მეთოდების გამოყენების, აგრეთვე საერთაშორისო დაცვის მანდატის მქონე ინსტიტუტზე (რუსი სამშვიდობოები) თავდასხმისკუთხით."

უკვე მერამდენედ ატყუებს მთავრობა საკუთარ მოქალაქეებს! როგორც ჩანს, მალე უნდა ველოდოთ, რომ გაგვიხსნიან რკინიგზას, რომელიც მხოლოდ რუსეთის ინტერესებს ემსახურება და პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნული ინტერესს.

თურმე უკვე ვაღიარეთ სოხუმის და ცხინვალის მიერ გაცემული, ე.წ "პასპორტები", როგორც "ვალიდური დოკუმენტები" და ამის შესახებ ჩვენ თვითონაც არ ვიცით. ყოველ შემთხვევაში, მე არ ვიცოდი და თქვენ?

დაბოლოს, საქართველოს მთავარი პროკურატურა აპირებს დახმარება აღმოუჩინოს რუსეთის პროკურატურას, რომ მათ ქართველების მიერ ჩადენილი ომის დანაშაულები გამოიძიონ! თუმცა, ალბათ ეს ნაკლები პრობლემაა პირველ ორთან შედარებით, რადგან წულუკიანი, კბილაშვილი და ნაცვლიშვილი გამოიძიებენ ომის დაწყებას თუ პუტინი, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს“, - წერს დეპუტატი "ფეისბუქში".

P.S: ქართველი ჯარისკაცის, გიორგი ანწუხელიძის წამება-მკვლელობა ერთ-ერთია იმ არაადამიანური დანაშაულობებიდან, რომელიც რუსმა ოკუპანტებმა ჩაიდინეს, 2008 წლის აგვისტოში. ივანიშვილის ხელისუფლება და პროკურატურა კი, ამ ვიდეოში რუსი ოკუპანტების მიერ ჩადენილ ომის დანაშაულსა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის პრინციპების დარღვევას ვერ ხედავს.





წყარო: http://presa.ge/new/?m=military&AID=22039

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100