სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბიძინა ივანიშვილი სტრასბურგში ვიზიტის შედეგებს აჯამებს

პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი სტრასბურგში ვიზიტის შედეგებს აჯამებს და ამბობს, რომ როგორც წინა საგარეო ვიზიტებმა, ამ ვიზიტმაც წარმატებით ჩაიარა.

"სტრასბურგში ვიზიტი იყო ძალიან წარმატებული, ჩემი აზრით, და ეს ჟურნალისტებმა უნდა შეაფასოთ უფრო კარგად და უფრო კრიტიკულად. საერთოდ, საგარეო ვიზიტები, რომლებიც მქონდა, მე ვფიქრობ, რომ საკამოდ წარმატებულად განვახორციელეთ და ამ მხრივ გამონაკლისი არც ევროსაბჭო იყო, ძალიან ბევრი შეხვედრები მქონდა ამ ორი დღის განმავლობაში.

გუშინდელი დღე იყო ძალიან დატვირთული, ყოველი წუთი განსაზღვრული მქონდა და უამარავი შეხვედრა განვახორციელეთ. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო შეხვედრა და მოხსენება ევროსაბჭოში, შეკითხვებზე პასუხი და მე მგონია, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა", - უთხრა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს შემაჯამებელ კომენტარში, რომელიც მან სტრასბურგში გააკეთა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100