სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მარიამ საჯაიას განცხადება

პარლამენტარი მარიამ საჯაია საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და საკუთარ პოზიციას აფიქსირებს. საჯაიას განცხადებას droni.ge უცვლელად გთავაზობთ.

„მრჩება შთაბეჭდილება და თანდათან ვრწმუნდები, რომ "ქართული ოცნება" მთელი ამ პერიოდის განმავლობაში საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბრობდა მხოლოდ და მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობის" დისკრედიტაციის მიზნით და მათ რეალურად არ ჰქონდათ სურვილი, რომ შეეცვალათ საკონსტიტუციო ჩანაწერი. უმრავლესობის ლიდერის გუშინდელი განცხადება, რომ საკონსტიტუციო კენჭისყრით წყდება არა ქვეყნის, არამედ ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური მომავლის ბედი, კიდევ ერთხელ მიდასტურებს ამ ეჭვს.

მთელი მოლაპარაკებების განმავლობაში, პრეზიდენტი აცხადებდა, რომ არ აპირებდა ამ კონსტიტუციით მინიჭებული მთავრობისა და პარლამენტის დათხოვნის უფლების გამოყენებას, თუმცა "ოცნება" დაჟინებით მოითხოვდა ეს პოზიცია კონსტიტუციაში ასახულიყო "ჩვენით ან ჩვენ გარეშე".

ჩვენი შეთავაზებით, ჩატარებულიყო სარეიტინგო კენჭისყრა, მმართველ გუნდს არანაირ დათმობაზე წასვლა არ უწევდა. მათ უბრალოდ უჭირთ აღიარონ, რომ "ერთიანი ნაციოჯნალური მოძრაობა", მიუხედავად მათი მხრიდან არაერთი ზეწოლისა თითოეულ წევრზე (ხაზს ვუსვამ - თითოეულ!), დარჩა ე რ თ ი ა ნ ი , ძლიერი, მონოლითური გუნდი. ძალადობრივმა მეთოდებმა ვერ გატეხა ეს ერთობა და ჩვენ სწორედ ამ ერთობიდან გამომდინარე მივიღებთ გადაწყვეტილებას.“

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100