სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თუთბერიძე: აქ წულუკიანის პასუხისგებაში მიცემის საკითხი დგას

წულუკიანის დიპლომისა და იურიდიული განათლების საკითხთან დაკავშირებულ დისკუსიას თეა თუთბერიძეც შეუერთდა. ამ საკითხთან დაკავშირებით თუთბერიძემ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე პოსტიც გამოაქვეყნა.

“თქვენ ხვდებით წულუკიანის უმაღლესი უირიდიული განათლების არქონა რას ნიშნავს??? აქ წულუკიანის მხოლოდ თანამდებობიდან გადაყენება ან გადადგომის საკითხი კი არა, არამედ მისი პასუხისგებაში მიცემის საკითხი დგას, რადგან მან და მისმა დანიშნულმა პროკურორებმა (რომელიც გამოდის, რომ არაუფლებამოსილმა პირმა დანიშნა) არაერთ პირს წაუყენა ბრალი და ეს საქმეებიც თავდაყირა დგება . .

ეხლა რომ ყველა ადვოკატმა სარჩელი შეიტანოს სასამარლოებში, ჩათვალეთ ყველა საქმე შესაწყვეტი გახდება. თუნდაც ერთი უკანონოდ დანიშნული პირი იყოს ჩართული სხვა გამომძიებლებთან ერთად საქმის ძიებაში, უკვე კანონის დარღვევაა. ეგ იმას ნიშნავს, თქვენ რომ ჩემი გამოძიებული საქმით წაგიყენონ ბრალი და დაგაკავონ” - წერს თუთბერიძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ საკუთარ დიპლომებზე დღეს თეა წულუკიანმა პირველი არხის გადაცემა „აქცენტებში“ ისაუბრა. "მე სპეციალურად ამ ტელევიზიისთვის, რომელიც ხალხის ფულით ფინანსდება, ჩარჩოში ჩავსვი ჩემი ორი დიპლომი და დაგიტოვებთ, რომ წინ დაიდგათ და უყუროთ ხოლმე" - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა პირდაპირ ეთერში და "საზოგადოებრივ მაუწყებელს" ჩარჩოში ჩასმული დიპლომები წარუდგინა .

იუსტიციის მინისტრის ეთერში გამოჩენმადე რამდენიმე წუთით ადრე კი უმცირესობის წევრმა ჩიორა თაქთაქიშვილმა განმარტა, რომ დიპლომი, რომელიც წულუკიანს აქვს, იუსტიციის მინისტრის თანამდებობის დასაკავებლად საკმარისი არ არის.

ჩიორა თაქთაქიშვილი: დიპლომში არსებული იმ ჩანაწერით, რომელიც ამ დრომდე ვიცით, თეა წულუკიანი ვერც საფრანგეთში გახდებოდა გენერალური პროკურორი ან მოსამართლე, რადგან იქ კანონით გათვალისწინებულია, რომ ამ თანამდებობებზე მუშაობისთვის საკმარისი არ არის მხოლოდ ENA და საჭიროა, პირს დამთავრებული ჰქონდეს იუსტიციის უმაღლესი სკოლა, რომელიც ამზადებს მოსამართლეებსა და პროკურორებს ანუ მათ, ვისაც აქვთ უფლება, აწარმოონ სისხლის სამართლებრივი დევნა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100